დიმიტრი პესკოვი: რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის

"რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ის რუსი ჟურნალისტის,ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"საქართველოში ჩასვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის საშიშია.” - აღნიშნა კრემლის სპიკერმა.

პესკოვმა დასძინა, რომ "მოსკოვი მკაცრად გმობს ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ თბილიში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს".

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები.

”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, - თქვა რუსეთის ლიდერის სპიკერმა