5 არქიტექტურულად გამორჩეული ქალაქი ევროპაში, სადაც შეგიძლიათ მატარებლით იმოგზაუროთ

Europetime წარმოგიდგენთ საინტერესო მასალების ციკლს, სადაც ახლოს გაგაცნობთ ევროპის ქვეყნებსა და ქალაქებს. ამჯერად არჩევანი 5 არქიტექტურულად გამორჩეულ ქალაქზე შევაჩერეთ, სადა მოგზაურობა მატარებლის საშუალებით შეგიძლიათ. მოგზაურობისას სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ნახავთ ევროპის რამდენიმე რკინიგზის სადგურს, რომელთაგანაც ბევრი კულტურული საგანძურია

1. ბარსელონა, ესპანეთი

როდესაც მოგზაურობის მოყვარული ადამიანი ბარსელონასა და არქიტექტურაზე დაფიქრდება, აუცილებლად გაახსენდება ორი რამ: მოდერნიზმი და ანტონიო გაუდი. აქ ჩამოთვლილი სხვა ქალაქების უმეტესობის მსგავსად, ბარსელონას ხიბლიც სცილდება საინტერესო არქიტექტურას. სინამდვილეში, ის ალბათ "ევროპის ტოპ 10 რჩეული ქალაქის" სიაშია. ეს არის დინამიური, კრეატიული და არქიტექტურულად დამოუკიდებელი ქალაქი. არ გამოტოვოთ გაუდის გამორჩეული სიზმრების მსგავსი შენობები, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ცნობილი, დაუმთავრებელი „საგრადა ფამილიას ტაძარი“. ბარსელონასკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე საათით შეჩერდით ქალაქ ჟირონასთან რამდენიმე საათით, რათა დატკბეთ ძველი ქალაქის არქიტექტურით.

2. ვიჩენცა, იტალია

რომს აქვს არქიტექტურული სტილი, რომლებიც ათასწლეულებს მოიცავს, მაგრამ, თუ გეზი ევროპისკენ აიღეთ და მოგწონთ პატარა ქალაქების ხიბლი, აუცილებლად მოინახულეთ ვიჩენცა. ვიჩენცას ხშირად უწოდებენ "პალადიოს ქალაქს" ერთი კაცის მნიშვნელოვანი მიღწევის გამო. ანდრეა პალადიო იყო რენესანსის ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტორი. ის, ალბათ, ყველაზე გავლენიან ფიგურად რჩება დასავლურ არქიტექტურაში. მის მიერ აშენებული ულამაზესმა სამოქალაქო შენობებისა და ვილების წყალობით ვიჩენცა საუკუნეების მანძილზე იკავებს ღირსეულ ადგილს არქიტექტურულ რუკაზე.

3. პრაღა, ჩეხეთი

მართალია, მოგზაურებს ყოველთვის ხიბლავთ ჩეხეთის პატარა ქალაქების არქიტექტურა, მაგრამ პრაღა ყოველთვის გამორჩეულია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს ქალაქს და ის კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ მეორე მსოფლიო ომს შედარებით ნაკლები ზიანით გადაურჩა, ვიდრე ახლომდებარე ქალაქები. აქ მდებარეობს მრავალფეროვანი კარგად შემონახული ნაგებობები. ძველ ქალაქში გასეირნებას ხვდებით, რომ რვა საუკუნის ისტორიასთან გაქვთ შეხება.

4. სტრასბურგი, საფრანგეთი

აღმოსავლეთ საფრანგეთში და გერმანიის მახლობლად ულამაზესი ქალაქი სტრასბურგი მდებარეობს. ქალაქის ისტორია ძველია, მაგრამ უკეთ შეიძლება გავიგოთ მისი შენობების შესწავლით. სტრასბურგში მდებარეობს წმინდა სტეფანეს ეკლესიის საძვალე, რომელიც V საუკუნის რომაული ბაზილიკის ნაშთებს ინახავს. სტრასბურგის ისტორიული ცენტრი, გრანდ ილე, არქიტექტურული საგანძურის დიდ ნაწილს ინახავს. გრანდ ილე პირველი ქალაქის ცენტრი იყო, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. ძნელია გამოგრჩეთ სტრასბურგის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში მაღალი გოთური სტილისა. მხოლოდ ერთი წუთით აარიდეთ თვალი ტაძარს და გაისეირნეთ შუა საუკუნეების მერქნით აშენებულ სახლებში, რომლებიც გრან-ილის პატარა საფრანგეთის მიდამოებში მდებარეობს. სტრასბურგის სარკინიგზო ხაზი მატარებლების მთავარი დამაკავშირებელია გერმანიასა და პარიზს შორის.

5. ტოლედო, ესპანეთი

ტოლედო შესანიშნავად შემონახული შუა საუკუნეების ქალაქია. არქიტექტურული ნამუშევრები ძირითადად მე -13 და მე -14 საუკუნეებით თარიღდება. ქალაქში თავის დროზე ერთგვარი მექა იყო მხატვრებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების. ელ გრეკომ თავისი შესანიშნავი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ტოლედოში ცხოვრებისას შექმნა მისი შედევრები ავსებს უზარმაზარი საკათედრო ტაძრის საიდუმლოებას. ალკასარის ციხე ესპანეთის ძალების კიდევ ერთი გამორჩეული ნაშთია. აუცილებლად გაატარეთ თუნდაც ერთი ღამე ტოლედოში და ბოლომდე აღიქვით მისი უნიკალური გარემო.