საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილის დანიშვნის შესახებ.

მათივე თქმით, დიმიტრი გაბუნია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.