აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლება, მას შემდეგ რაც, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, იმედგაცრუებას იწვევს.
”დიახ, იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ამას ვხედავთ,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ტრამპი იმედოვნებს, რომ მხარეები ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებენ. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმება ძალაში, 26 ოქტომბერს, 08:00 საათიდან შევიდა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.