დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებულები შეძლებენ

დღეს, 18:00 საათიდან Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებულები შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს გადაცილებული პირების Pfizer-ით ვაქცინაცია 15 აპრილიდან 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი:

თბილისი:

ბოკერიას სახ. რეფერალური ჰოსპიტალი; კავკასიის მედიცინის ცენტრი; თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; ამტელ ჰოსპიტალ კლინიკა;

ბათუმი:

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო;

ქუთაისი:

ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.