ხათუნა ზახაშვილი: მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები ითვლებიან იმ კატეგორიებად, რომლებსაც კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მაღალი რისკი აქვთ და მკურნალ ექიმთან შეთანხმებით, ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დროული ვაქცინაცია უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა სრულფასოვნად მოხდება.

„ვაქცინაცია წარმოებს უსაფრთხო გარემოში, შესაბამისად, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვა მოხდება სრულფასოვნად. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დროულად უნდა ჩაიტარონ“, – განაცხადა ზახაშვილმა.