ეუთოს თავმჯდომარე: ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

"ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", - ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ლინდე Twitter-ში წერს.

"ვწუხვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა არებული ჩიხის დასრულებისთვის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ჩვენ მოუწოდებთ მათ იმოქმედონ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიხედვით. საჭიროა გამოსავლის მიღწევა საქართველოს დემოკრატიის, განვითარებისა და ევროინტეგრაციის გასაძლიერებლად," - ნათქვამია ეუთო-ს თავმჯდომარის განცხადებაში.