ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ორი ჩინური ვაქცინა შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა Sinovac-ი შემოვა. .

მისი თქმით, ჩინეთს სულ 5 ვაქცინა აქვს, ხოლო მათგან 2 საერთაშორისო გამოყენებაშია.

„ჩვენთან შემოდის 100 ათასი დოზა Sinopharm-ი, რომელიც ქვეყანამ იყიდა და 100 ათასი დოზა Sinovac-ი რომელსაც საჩუქრად მივიღებთ. ამ ვაქცინებით აცრილია 80 მლნ ადამიანზე მეტი და ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიაში, ჩინეთში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის უნგრეთის მარეგულირებლის მიერ, რომელსაც თავის მხრივ ჯანმოც აღიარებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ორივე ვაქცინა უკვე ელოდება ავტორიზაციას ჯანმოსგან და არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ Sinopharm-ი აღიარებას აპრილში მიიღებს.