ევროვიზია 2021-ს, რომელიც როტერდამში გაიმართება, 3 500 მაყურებელი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაყურებლებს დარბაზში შესვლამდე კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა მოუწევთ.
ევროვიზიის ორგანიზატორები გადაწყვეტილებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ დასწრების მსურველებისთვის დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.
„მაყურებელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება და შემსრულებლები და დელეგაციები მკაცრ პროტოკოლს დაიცავენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ევროვიზია 2021 18-22 მაისს გაიმართება.