პაატა იმნაძე: კორონავირუსის ბრიტანული შტამის 72 შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი.

,,გარკვეული ნაწილი კლასტერებია, ერთი საკმაოდ დიდი, 19-ადამიანი კლასტერი. დანარჩენი, საბედნიეროდ, არც სამხრეთაფრიკული შტამი გვაქვს ქვეყანაში, არც ბრაზილიური. მეთვალყურეობა ამაზე მუდმივად გრძელდება, ახლაც მიდის გარკვეული საეჭვო შემთხვევების კვლევა.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაცია არ მიუღია ბრიტანულ შტამს, თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ის უკვე ფართოდ გავრცელდა, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, დაცვა არის ისევ და ისევ ერთი - პირბადე და დისტანცია" - განაცხადა იმნაძემ.