ისნის მეტროსადგურში შუახნის კაცი გარდაიცვალა

ისნის მეტროსადგურში შუახნის კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით, 10 საათზე მოხდა.

ადგილზე მისულმა სასწრაფო-დახმარების ჯგუფმა მოქალაქის გადარჩენა ვეღარ შეძლო. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, მას გულსისხლძარღვთა პრობლემები ჰქონდა.

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.