55 წელს ზემოთ პირებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის რეგისტრირება 55 წელს გადაცილებულ პირებს დღეს, 18:00 საათიდან შეეძლებათ.

როგორც თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ადამიანების აცრა 5 აპრილიდან დაიწყება.

„სულ 8 909 ვაქცინაა ჩატარებული. აქედან 6 893 Astrazeneca-ს, 2016 პირი კი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. დღეს 18:00 საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში და აცრისთვის ვიზიტზე მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან“, - განაცხადა გაბუნიამ. - განაცხადა თამარ გაბუნიამ.