ხვალ საქართველო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, 3 აპრილს საქართველო ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი და ვაქცინა აღიარებულია უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ.

„ხვალ საქართველო მიიღებს ჩინური Sinopharm-ის ვაქცინის 100 000 დოზას. ევროპის ქვეყნებში Sinopharm-ს იყენებს უნგრეთი და აღიარებული უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის პირობა არის +2, +8 გრადუსი. ეს არის ის ტემპერატურული რეჟიმი, რომელიც არის ჩვეულებრივი რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა, რაც astrazeneca-სთვის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია პირველ რიგში და შემდეგ რომელიმე მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია. დღემდე Moderna-ს ბევრი ქვეყანა იყენებს და არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. გუშინ განახლდა ჯანმო-ს ავტორიზაციის კალენდარი და აპრილის შუა რიცხვები არის მითითებული Sinopharm, Sinovac და Moderna. ეს სამი დაწინაურებული ვაქცინაა, რომელიც დღეს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, თუმცა ავტორიზაცია ჯანმო-ს მათთვის ჯერ არ მიუცია.

გლობალურად ბაზარზე ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული. ამდენად, ნებისმიერი პოტენციური ვაქცინა, რომელიც დაგვეხმარება ვაქცინაციის პროგრამის შესრულებაში. ამდენად, იმ დაშვებით, რომ ავტორიზაციას მიიღებს Sinopharm, ამიტომ შევიძინეთ ეს ვაქცინა აპრილის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ვადევნებთ თვალს და ვაგრძელებთ ჯანმო-სთან კომუნიკაციას, რათა ნებისმიერი რისკი, თუ რამე არსებობს და გამოიკვეთა Sinopharm-ის მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის მაშინვე ცნობილი გახდეს. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჯანმო-ს ავტორიზაცია, თუმცა სამართლებრივად, უნგრეთის ავტორიზაცია არის ის პირობა, რაც პასუხისმგებლობის გადაზღვევის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.