თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას თურქული მედია Anadoly agency ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია სტამბოლში 12 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.