გიბრალტარში, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 90% აიცრა, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

გიბრალტარში ზრდასრული მოსახლეობის დიდი ნაწილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა და ქვეყანა ნელ-ნელა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკვე გაიხსნა რესტორნები, ბარები და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სამხრეთ ევროპის ერთ პატარა ტერიტორიაზე ცხოვრება უკვე ნორმალიზდება.

ზრდასრული მოსახლეობის 90% ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა და მალე მეორე დოზითაც აიცრებიან, თუმცა ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

გარდა ბარებისა და რესტორებისა მოიხსნა 5 საათამდე დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი, დაწესებულებებში ალკოჰოლის მიღება დასაშვები გახდა.

გიბრალტარმა ნორმალიზების პროცესი მარტიდან დაიწყო და მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია გასულ შაბათ-კვირას, როდესაც ექვსი თვის შემდეგ ნიღაბი აღარ იყო საჭირო არაკომერციული ტერიტორიების გარეთ.

ნიღაბი დღეს მხოლოდ საჭიროა დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში, მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 3% ვაქცინაცია არ სურდა, გიბრალტარის ჯანდაცვის სისტემამ გადაწყვიტა, რომ ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში ეწარმოებინა, რასაც ცალსახად დიდი ბრიტანეთიდან სტაბილურად მიწოდებულმა Pfizer-ის ვაქცინამ შეუწყო ხელი.