რუსეთის სასამართლომ Twitter-ი 3.2 მილიონი რუბლით (42,011.29 დოლარი) დააჯარიმა, რადგან კომპანიამ არ წაშალა ის, რაც, ხელისუფლების თქმით, აკრძალული იყო - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გასულ თვეში რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ Twitter-ის სერვისის სიჩქარე შეამცირა. 16 მარტს კი დაიმუქრა, რომ თუ კომპანია საკუთარი პლატფორმიდან აკრძალული შინაარსის პოსტებს, არ წაშლიდა ერთ თვეში მას საერთოდ დაბლოკავდა.
ჯერჯერობით Twitter–ს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მოქმედებით, რომელიც თავისუფალ სიტყვაზე ზეგავლენის მოხდენისკენაა მიმართული.