"კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება",- ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი Twitter-ში წერს.
"პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან საქმიანი ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდება. ევროპარლამენტი მოითხოვს შედეგების დადგომას ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიმართულებით", - წერს კარლ ბილდტი.