"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
ისინი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ოფისთან სიმბოლურად მავთულხლართები მიიტანეს. მათ აგრეთვე მიტანილი აქვთ პლაკატები შემდეგი წარწერით: : „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ცნობისთვის, დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებია დაგეგმილი.