ირანი უარყოფს, რომ ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ მონაწილეები პირადადად შეხვდებინ ერთმანეთს. შეხვედრა 6 აპრილს, ავსტრიის დედაქალაქში გაიმართება, თუმცა ირანის დელეგაციას არანაირი დონეზე არ ექნება მოლაპარაკებები აშშ-ს დელეგაციასთან.
,,შეერთებული შტატები არ დაესწრება არცერთ შეხვედრას, სადაც ირანი იმყოფება, მათ შორის ერთობლივი კომისიის სხდომას (ბირთვული შეთანხმების შესახებ). ირანის დელეგაციას არანაირი დონეზე არ ექნება მოლაპარაკებები აშშ-ს დელეგაციასთან”, - განაცხადა აბას არაქჩიმ.
ცნობისთვის, 6 აპრილს ირანის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები ვენაში მოლაპარაკებებს გამართავენ.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა 2015 წლის შეთანხმების აღსადგენად, თუ თეირანი ხელშეკრულების პირობებს სრულად შეასრულებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.