აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს

"საქართველოს წვრთნის ჯგუფის აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს", - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს თქმით, დაახლოებით 50 ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა.

"საქართველოს წვრთნის ჯგუფის აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა 23-ე ბატალიონის ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წინასწარი განლაგების სწავლება ჩაატარეს. სწავლება შეეხო M2 .50 კალიბრის ტყვიამფრქვევის უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებას. დაახლოებით ორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი გაიწვრთნა შეიარაღების სისტემით, რომლითაც ისინი აღიჭურვებიან ავღანეთში NATO-ს გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის შესრულებისას. ამ ღონისძიებამ კვლავ ერთხელ აჩვენა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო კავშირი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.