EURONEWS: გადაიზრდება თუ არა უკრაინა-რუსეთის საზღვართან დაძაბულობა ახალ კონფლიქტში?

უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება.

Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

ეს მას შემდეგ ხდება, რაც ბოლო დღეებში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ.

პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა აღმოსავლეთ ნაწილში და დაიჭრა ორი.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".

ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" .

რამდენად სავარაუდოა რუსეთის შეტევა და სად უნდა იყოს აქცენტირებული?

პიტერ დიკინსონმა, უკრაინისი ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ცენტრის რედაქტორმა, Euronews- ს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის გამორიცხული.

,,2014 წელს არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში შეიძლება შეჭრილიყო. ვერაფერს გამორიცხავთ.

რუსეთი და უკრაინა საერთოდ ვერ პოულობენ რაიმე სახის საერთო ენას. სამშვიდობო პროცესი თითქმის სრულ ჩიხშია", - განაცხადა დიკინსონმა.

მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისას მოსკოვში გაჩნდა მოლოდინები, რომ პოზიციები შერბილდებოდა, მაგრამ ,,ქვეყანა საკმაოდ მკაცრი დარჩა საკუთარ პოზიციებში".

დიკსონი მიიჩნევს, რომ თუ შეჭრა ნამდვილად მოხდება, ,,ყველაზე ლოგიკური საფრთხე იქნებოდა უკრაინის სამხრეთით”.

კერძოდ, ,,ე.წ. სახმელეთო ხიდს შორის ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიასა და ყირიმს შორის, შესაძლოა ამ ორი ანკლავის დაკავშირება უკრაინის შიგნით და უფრო კონტროლირებადი ტერიტორიის მასის შექმნა”.