ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს

"საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი]

"ჩვენ ყველა ვართ საქართველოს მეგობრები. ვაკვირდებით მრავალი წელია ძალიან სამწუხარო დებატებს და განსაკუთრებით უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში 31 ოქტომბრის შემდეგძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ იმაში თუ როგორ მივსულიყავით კომპრომისამდე, პრობლემის გადაწყვეტამდე. ჩვენ ვსაუბრობთ შარლ მიშელზე, რომელიც არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი.

ამის შემდეგ უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვაგზავნეთ საქართველოში, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, ბატონი კრისტიან დანიელსონი, რომ მას გაეწია მედიაცია, შუამავლობა დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის და ყველაფერი მისულიყო შეთანხმებამდე.

ახლა კი ვხედავთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოუწერიათ და ჩვენ ვთქვით, კარგი. კმარა.

ესენი არ არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებლები ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე. ჩვენ ვდარდობთ, ვღელავთ, საქარათველოს მომავალზე - როგორ უნდა განვითარდეს.

ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი. ჩვენ ვსაუბრობთ მაკროეკონომიკურ ფინანსურ დახმარებაზე. ამის შესაძლო შეჩერებაზე, შემცირებაზე. აქ არის საუბარი ევროკავშირზე, აქ არის საუბარი საქართველოზე, მის მომავალზე.

საქართველო იყო აბსოლუტური ლიდერი, იყო სამაგალითო ქვეყანა წლების განმავლობაში და იმ ადგილს ისევ უნდა დაუბრუნდეს, ეს არის ევროპისა და ამერიკის ამოცანა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.