ვიოლა ფონ კრამონი: ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს

"ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა. [ "ფორმულას" სინქრონული თარგმანი]

"ევროკავშირს არა აქვს ინტერესი დატოვოს კავკასია. პირიქით, ჩვენ გვინდა, უფრო ძლიერად ვიყოთ წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამისი პარტნიორებიც გვჭირდება.

ჩვენ არ გვინდა აქედან წასვლა, საქართველოს მთავრობა სცილდება ამ ყველაფერს. ჩვენ გვინდა საქართველო კიდევ უფრო დავუახლოვოთ ევროკავშირს, ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ეს არის ჩვენი მიზანი, მაგრამ, პირველ რიგში, გვესაჭიროება შეთანხმება", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.