"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები, შემდეგი კვირიდან, რეგიონებში გავლენ და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. მან ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე ვითარებას, არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე, რეგიონებზე და რეგიონების ჭრილში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან, მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, მათ შორის შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩენვებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონული გამოწვევები და ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონებში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.