ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების განცხადებაზე:  ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავ, რომ ეს არ არის ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი. ამის შესახებ მან "ფორმაულას" ეთერში ისაუბრა.

"არ არიან ისინი ცალკეული ევროპარლამენტარები, ცალკეული პარტიების წარმომადგენლები, ჩვენ ვართ თანაპასუხისმგებელი ჩვენს პოლიტიკურ ფრაქციებში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკაზე.

ჩვენ ვღელავთ საქართველოს მომავალზე, როგორ უნდა წავიდეს ყველაფერი, ეს არაა ცალკეული ევროპარლამენტარების აზრი, ესაა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საქართველოსთან ურთიერთობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე, ამის შესაძლო შეჩერებაზე ან შემცირებაზე", – განაცხადა კრამონმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპელი მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს მხარეებმა ხელი არ მოაწერეს.

"ძალიან დიდი კაპიტალი ჩაიდო საქართველოში, იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ რომ საქართველო ევროკავშირისთვის აბსოლუტური პრიორიტეტია. უმაღლესი დონის დიპლომატი გამოვგზავნეთ საქართველოში, პირადი წარმომადგენელი შარლ მიშელისა რათა მას გაეწია მედიაცია დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის. ახლა ვხედავთ, რომ საათობრივად, ღამის საათებში დახარჯული დროისა, სიტუაცია არ წასულა წინ, ხელი არ მოეწერა არაფერს და ჩვენ ვთქვით, კარგით, კმარა', - გაანცხადა ევროპარლამენტარმა.

„დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები, საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს“ - ევროპარლამენტარების მიმართვა ლიდერებს