ანდრიუს კუბილიუსი: ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ

"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ში წერს.

"ვწუხვარ საქართველოს მომავალზე, სადაც პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. მკაფიო სიგნალი იყო ევროპარლამენტისგან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, განსაკუთრებით კი "ქართული ოცნებისთვის",რომ დასრულდეს ჩიხი ან ევროკავშირისგან სულ უფრო ნაკლები მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ". - წერს ევროპარლამენტარი.