CDC: სრულად ვაქცინირებულ პირებს აშშ-ში თავისუფლად მოგზაურობა შეუძლიათ

სრულად ვაქცინირებულ ადამაიანებს შეუძლიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფლად იმოგზაურონ, იმ პირობით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თვითმფირინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში, პირბადით იქნებიან. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) განაცხადა. ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, შეზღუდვის შემსუბუქება ვრცელდება საერთაშორისო მგზავრებზეც, თუმცა CDC მათ მოუწოდებთ, აშშ-ში ჩასვლამდე კორონავირუსის ტესტი გაიკეთონ.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები შეიძლება დაბალი რისკის ქვეშ იყვნენ, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მაინც მოუწუდებს თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომელმაც გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა და ვაქცინის გაკეთების დღიდან ორი კვირა გავიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვის მოხსნა ეხებათ მათ, ვინც Pfizer-ის, Moderna-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინით აიცრა.