ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან თავდასხმისას ორი პოლიციელი დაშავდა.
კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, დამნაშავემ მანქანით სცადა ბარიკადების გარღვევა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. ის პოლიციელებთან ერთად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს ხელში დანა ეჭირა.
ინციდენტის შემდეგ კაპიტოლიუმი მთლიანად ჩაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.