მწერალი გურამ დოჩანაშვილი "ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც Europetime-ს "ნიუ ჰოსპიტალში" განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. კლინიკაში თავს იკავებენ ინფორმაციის დაკონკრეტებისგან, ცნობილი მწერლის ჯანმრთელობის გაუარესება, კორონავირუსმა ხომ არ გამოიწვია
"უფრო მეტი ინფორმაციის თქმის უფლება არ გვაქვს", - აცხადებენ "ნიუ ჰოსპიტალში".
გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი უკვე ერთი თვეა ცუდად არის. ფილტვებზე პრობლემა ჰქონდა, ორი კვირა გულის პრობლემების გამო სხვა კლინიკაში იწვა და მდგომარეობის გაუარესების გამო "ნიუ ჰოსპიტალში" წუხელ ღამით გადაიყვანეს.