ევროპარლამენტარი: კრისტიან დანიელსონის ადგილზე არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ მომეცემოდა იმედი

"კრისტიან დანიელსონის ადგილზე არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ მომეცემოდა იმედი", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსი "TV პირველის" ეთერში განაცხადა. (TV პირველის სინქრონული თარგმანი)

ევროპარლამენტარი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, "დასერიოზულდნენ" და შეთანხმებისთვის მზაობა გამოთქვან.

რაც შეეხება ქვეყანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის დაბრუნებას, აუშტრიავიჩიუსი ამბობს, რომ ორი მცდელობა უკვე იყო და შედეგი არ დადგა.

"ევროკავშირი უკვე სადაცაა რწმენას დაკარგავს. მე რომ დანიელსონი ვიყო, არ დავბრუნდებოდი საქართველოში, სანამ არ ვნახავდი ორივე მხარისგან დამოწმებულ წერილს მათი შეთანხმების შესახებ, არ დავბრუნდებოდი, სანამ არ მომეცემოდა იმედი. ეს იქნებოდა უბრალოდ, ძალიან ბავშვური საქციელი ჩვენგან", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.