აშშ-ის კაპიტოლიუმთან მომხდარი თავდასხმის დროს დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმთან დამნაშავემ მანქანით სცადა ბარიკადების გარღვევა, რის შედეგადაც დაშავდა ორი პოლიციელი. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია. ის პოლიციელებთან ერთად საავადმყოფოში გადაყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელს ხელში დანა ეჭირა.
ინციდენტის შემდეგ კაპიტოლიუმი მთლიანად ჩაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.