ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება

"მოვუწოდებთ რუსეთს, აქტიური ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის შესამცირებლად, უკრაინის შიგნით და მის მახლობლად სამხედრო პროვოკაციებისა და უკრაინის დაშინების შეწყვეტით", - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროპარლამენტი აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციას ეხმაურება.

„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით აღმოსავლეთ უკრაინასა და უკრაინის მახლობლად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე გაძლიერებასა და პროვოკაციებს. ვწუხვართ, ადამიანების დაღუპვისა და უკრაინისთვის მიყენებული სხვა ზარალის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად დაიცვან მინსკის შეთანხმების ტექსტი.

მოვუწოდებთ რუსეთს, აქტიური ნაბიჯები გადადგას დაძაბულობის შესამცირებლად, უკრაინის შიგნით და მის მახლობლად სამხედრო პროვოკაციებისა და უკრაინის დაშინების შეწყვეტით.

ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებასა და დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებს, გამოხატონ თავიანთი შეშფოთება და მკაცრი უკმაყოფილება რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მჭიდრო მონიტორინგს დაძაბულობის დეესკალაციისა და საბოლოოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.