ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 580 ადამიანს დაუდასტურდა. 215 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 531 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 198 PCR ტესტით.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 369-ს.გამოჯანმრთელებულდთა რაოდენობა. გაიზარდა - 274 145-მდე. გარდაიცვალა 3 804 ინფიცირებული.
დადებითობის მაჩვენებელი: 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.81 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.85 %.
ინფიცირების 580 ახალი შემთხვევიდან 331 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 51, იმერეთი - 56, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 394, საიდანაც: 1 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 824, აჭარაში - 239, იმერეთში - 292.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 337 , მათ შორის, თბილისში - 142, აჭარაში - 36, იმერეთში -81.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 68, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 5.
231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 75 - აჭარაში. 3 405 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 250 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 11. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 950 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 907 პირი, აჭარაში - 1 190, იმერეთში - 935.