საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი შემოვიდა

საქართველოში ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვიდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც Sinopharm-ის პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

Sinopharm-ის ვაქცინის არჩევის საშუალება, ამ ეტაპზე, 55 წელს ზემოთ მოქალაქეებსა და სამედიცინო პერსონალს შეეძლება.

გარდა Sinopharm-ისა, ჩინეთი საქართველოს კიდევ ერთ ვაქცინის, Sinovac-ის 100 000 დოზას ჩუქნის.