უფროსკურსელთა გადამზადებული სამედიცინო რეზერვი, 2 ნოემბრისთვის მზად იქნება

განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტების და სამედიცინო ფაკულტეტების უფროსკურსელთა გადამზადება დაწყებულია.

მინისტრის თქმით, სტუდენტები გადიან სპეციალურ სწრაფ კურსს, რომ საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაეხმარონ კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

როგორც ჩხენკელი ამბობს, 2 ნოემბრისთვის უფროსკურსელთა სარეზერვო სამედიცინო ბაზა უკვე მზად იქნება.

„კურსი არის სწრაფი. მიმართულებების იდენტიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საჭიროება. აქ საუბარია, რომ მათ ექიმებს გაუწიონ ასისტენტობა, კოვიდ სასტუმროში, ან საკარანტინე სივრცეებში განთავსდნენ, ან ქოლ-ცენტრებში იმუშაონ და ა.შ.“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, გავლილი კურსი და მიღებული გამოცდილება მათივე ცოდნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.