იტალიამ, კორონავრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ, სამდღიანი მკაცრი "ლოკდაუნი" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
იტალიის ყველა რეგიონი „წითელ ზონად“ გამოცხადდა, რადგან ქვეყანა ვირუსის მესამე ტალღას ებრძვის. დღეში, კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 20 000 შემთხვევაა. - აიკრძალა არააუცილებელი გადაადგილება, დაიხურა ყველა არააუცილებელი მაღაზია, კაფეებსა და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობის უფლება აქვთ, ოჯახებში სტუმრების დასაშვები რაოდენობა კი ორამდე შეიზღუდა.
აღსანიშნავია, რომ ეკლესიები ღია რჩება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, ღვთისმსახურებას საკუთარ რეგიონებში მდებარე ეკლესიებში დაესწრონ.
წესლ, გასული წლის მსგავსად, რომის პაპი ფრანცისკე სააღდგომო მიმართვას წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე წარმოსთქვამს.