მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალის" კლინიკაში გუშინ გადიყვანეს.
მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".