აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს სანქციები მოუხსნა

აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა როგორც "არაადეკვატური და არაეფექტური".

ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს დაუწესა ფინანსური სანქციები მთავარ პროკურორს ფატუუ ბენსუდას მას შემდეგ, რაც მან დაიწყო გამოძიება ავღანეთში ამერიკული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ.