კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია პათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.