ირანის 32 პროვინციიდან 2 პროვინციაში - ალბოსზა და ილამში - კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. აღნიშნულს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, კიდევ 7 რეგიონი, მათ შორის თეირანიც უკვე მოთხე ტალღის ზღვარზეა.
"თუ არ ვიქნებით მზად, შესაძლოა, ამ ტალღას სხვა პროვინციებშიც შევხვდეთ. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ.
,