ოპოზიციის წარმომადგენლები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან.
დღევანდელ შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის”, "ევროპული საქართველოს”; "სტრატეგია აღმაშენებელის”, "ლელო საქართველოსთვის”, "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის”, "ერთიანი საქართველოს” და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც ცნობილია, შეხვედრის მიზანი სამოქმედო გეგმის განხილვაა.
როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უნდა გაიწეროს კონკრეტული მოსამზადებელი გეგმა 15 მაისის მასშტაბური აქციისასთვის.
"დღეს ვისაუბრებთ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ 15 მაისი მომზადდეს უფრო კარგად", - განაცხადა კაკო ბობოხიძემ.
,