პრემიერი: თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ვუსამძიმრებ ოჯახს და ქართულ საზოგადოებას

"თანამედროვეობის უდიდესი მწერალი გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა – მას არასოდეს მოჰკლებია ქართველი მკითხველის აღიარება და სიყვარული. მისი ყველა ნაწარმოები მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს აღვივებს და განსაკუთრებით ძლიერ კვალს ტოვებს ყველა თაობის მკითხველზე", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას.

პრემიერი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცახდებს მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას

"გურამ დოჩანაშვილმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი ფრთიანი ფრაზები და დაუვიწყარი ლიტერატურული გმირები სამუდამოდ დარჩებიან ქართველი მკითხველის ხსოვნაში. ასეთი გმირების შექმნა მხოლოდ ჭეშმარიტად ნიჭიერ, გულწრფელ და გამორჩეულად კაცთმოყვარე შემოქმედს შეუძლია.გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია გურამ დოჩანაშვილის უკვდავი შემოქმედება“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.