არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
62 წლის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს.
„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ,“- წერს ფერნანდესი.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის პრეზიდენტმა, იანვარში რუსული ვაქცინა Sputnik V გაიკეთა.