რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრი ვლად ვოიკულესკი 357 დოლარით მაშინ დააჯარიმეს, როცა პარლამენტის შენობაში სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგილდებოდა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით Digi24 ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 29 მარტს ჟურნალისტებმა მინისტრს ფოტოსურათი გადაუღეს, როდესაც მან საპარლამენტო ფოიეში სხვა პირთან საუბრის დროს სამედიცინო ნიღაბი მოხსნა.
მინისტრმა განმარტა, რომ მან ნიღაბი წყლის დალევის მიზნით მოიხსნა იმ დროს, როცა მის გარშემო არავინ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, რუმინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დანაშაული აღიარა.