გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოსახლეობას კიდევ ერთი ლოკდაუნის შესახებ აფრთხილებს.
შტაინმაიერმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა , მზად იყვნენ მორიგი რამდენი მეკვირიანი მკაცრი შეზღუდვებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისგან თავის დაღწევს ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, ამიტომ მოქალაქეებს მოუწდებს აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში
„მე ვენდობი ყველა ვაქცინას, რომელიც გერმანიაშია აკრედიტებული. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობ. ახლა პანდემიის მესამე ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად საჭიროა ყველა ჩვენგანის ძალისხმევა. უახლოეს კვირებში მკაცრი შეზღუდვების დაწესება იქნება აუცილებელი. პანდემიის დასამარცხებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა იყო შეცდომებიც - როგორც ვაქცინაციის, ასევე ტესტირების დროს“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.