დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

დაასრულე კომენდანტი! - სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. პროტესტის მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა.

დემონსტრანტები რუსთაველის გამზირისკენ 3 ლოკაციიდან მიემართებიან - წითელი ბაღიდან, თსუ-ის პირველი კორპუსიდან და ვაკის პარკიდან.

რუსთაველზე აქცია-კონცერტი გაიმართება.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას ეპიდვითარებასთან და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს და ხელისუფლება მას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით, შერჩევითად იყენებს.