ამირან გამყრელიძე: როცა ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტისთვის მიიღებს ორჯერად დოზას

როცა ვაქცინა დამტკიცდება, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20% ორჯერად დოზას მიიღებს, რისი მთლიანი ღირებულებაც 16-დან 17 მილიონამდეა. პირველი ტრანში სადღაც 3-4 მილიონამდე კი საქართველომ უკვე გადარიცხა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული.

„საქართველო ჩართულია Covax პლატფორმაში, რაც ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერაა შექმნილი. საქართველომ დაახლოებით 700,000 ადამიანის პირველი ტრანში უკვე გადარიცხა. როცა ვაქცინა დამტკიცდება მარეგულირებლების მიერ, საქართველო მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტისთვის მიიღებს ორჯერად დოზას, რისი მთელი ღირებულებაც 16-დან 17 მილიონამდეა. პირველი ტრანში სადღაც 3-4 მილიონამდე კი საქართველომ უკვე გადარიცხა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსისგან 2197 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადასტურდა 1731 ახალი შემთხვევა.ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.

პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.