ჯორჯ კენტი: იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი

"იმისთვის რომ საქართველო NATO-ს და ევროკავშირის წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებია, რომ მათ არ ესმით, რატომ აკეთებენ საქრთველოს ლიდერები იმას, რასაც აკეთებე. იმისთვის რომ საქართველო ამ ინსტიტუტების [ნატო და ევროკავშირი] წევრი გახდეს, ის უკვე ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ ინსტიტუტების წევრი. საქართველომ ლაპარაკთან ერთად საქმეც უნდა აკეთოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, თითქოს ის უკვე ევროკავშირის წევრია, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. არ უნდა არსებობდეს ზეწოლა სასამართლოზე, ბიზნესზე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ ოპოზიციურ მედიაზე. ესაა ის ქმედებები, რომელზეც ევროკავშირი გეტყვით - წადით და მაშინ დაბრუნდით, როცა დასერიოზულდებით", - განაცხადა კორჯ კენტიმ.