ჯორჯ კენტი: საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს

"საქართველოს ლიდერებმა უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს", - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტიმ "ამერიკისი ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოს ბევრი გამოწვევა აქვს. იქნება ეს რეგონული გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდედ, თუ ეკონომიკური მფგომარეობის გაუმჯობესებაკოვის კრიზისის შემდეგ. ეს ის დიდი საკითხებია, რაზეც საქართველოს ლიდერებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მიზნებს მიაღწიონ. მისმა ლიდერებმა უნდა გადადგან ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ნორმების მიმართ მათ ერთგულებას დაადასტურებს და ქვეყანას წინ წაწევს იმის ნაცვლად, რომ კინკლაობაში ყველაფერი გაანადგუროს", - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

"ვფიქრობ საქართველოს წარმატება არის ბოლო 18 წლის განმავლობაში კონსესუსი ქვეყნის მოქალაქეებსა და ლიდერებს შორის იმაზე, თუ საით სურდათ ქვეყნის წაყვანა. ამაში შედის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. პარტიებს შორის ეს კონსენსუსი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შეერთებულ შტატებში ასეთი გამონათქვამი გვაქვს "პოლიტიკა წყლის ნაპირთან მთავრდება", საქართველოს წყლის ნაცვლად, შავი ზღვის გარდა სხვა ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრები აქვს. არსი აქ ის არის, რომ ქართველებმა უნდა გააცნობიერონ რომ არსებობს ეროვნული პროექტი წარმატებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა ეცადო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბოლომდე განადგურებას.

პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. უნდა მოხდეს სამომავლო გზაზე შეთანხმება და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ გამოწვევების გადალახვას რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

საქართველოსთვის სასწორზე იმ მომავლის გაგრძელებაა, რომელსაც მისი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სურთ. რეფორმების ძალისხმევამ უნდა შექმნას სიტუაცია, როცა ქვეყანას წინ წასვლა შეეძლება და ექნება საკუთარი მომავლის შერჩევის შესაძლებლობა. ძალიან ცხადია ის, რომ წარმატების მისაღწევად საქართველოს ძირეული საარჩევნო სისტემის რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმები სჭირდება. სასამართლოს რეფორმა აბსოლუტურად კრიტიკულია ქვეყნის წარმატებისთვის", - განაცხადა კენტიმ.

მისი თქმით, ქართველებს აქვთ უფლება, მოითხოვონ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს 2018 წელს.

"როგორც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ ქართველებს ვუთხარი, სომხეთმა, ქვეყანამ რომელსაც სუფთა არჩევნები ბოლო 25 წლის მანძილზე არ ჰქონია, 2018 წელს ჩაატარა არჩევნები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო იყო. თუ ამის გაკეთება სომხეთს ახლა შეუძლია, საქართველოს ეს უკვე ბოლო 15 წელია შეუძლია. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მოსთხოვონ ხალხს, რომლებიც არჩევნებს უწევენ ადმინისტრირებას, ხალხს, რომლებსაც ისინი ირჩევენ, რატომ არ შეიძლება ჩვენც ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორიც სომხებმა ჩაატარეს. და თუ ეს ასე არ არის, ხალხს აქვს უფლება კითხვები გაუჩნდეს იმაზე, იყო თუ არა მთავრობის განზრახვა, არ ჩაეტარებინათ ყველაზე სუფთა და სამართლიანი პროცესი", - განაცხადა კენტიმ.