გომისმთის გზაზე მაშველებმა ახალგაზდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოჯახის წევრებმა მისი დაკარგვის შესახებ განაცხადეს.
ოჯახმა გარდაცვლილთან კონტაქტი 2 აპრილს დაკარგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.